საქართველოს პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა. სააგენტო ინტერპრესნიუსს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ აცნობა, რომ შეწყალებულთაგან 50-ს სასჯელი გაუნახევრდა. თევდორაძის განცხადებით, კომისიამ სულ 1400 პატიმრის საქმე განიხილა.