რას მოითხოვენ სტუ-ს სტუდენტები?

Your browser doesn’t support HTML5

უკვე მეორე დღეა, კარვებია გაშლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის წინ. სტუდენტები თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, სამსახურიდან დაითხოვონ უნივერსიტეტის ის თანამშრომლები, ვინც, მათი მტკიცებით, ეჭვმიტანილია რამდენიმე სტუდენტის გატაცებაში. რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ამბობს, რომ მას არჩევნების ვადამდე ჩატარების უფლება არა აქვს. რაც შეეხება სტუდენტთა გატაცებას, ამ საქმეს პროკურატურა იძიებს.