ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც გუშინ საქართველოში დაბრუნდა და აცხადებს, რომ მზად არის, უპასუხოს ყველა შეკითხვას, პროკურატურაში დაიბარეს. საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ახალაიას უკვე შეატყობინეს, რომ დაბარებულია მთავარ პროკურატურაში, სადაც მას დღეს, 20:30 საათზე დაკითხავენ მოწმის სახით.