მაღაროელები მიწის ქვეშ განუსაზღვრელი ვადით რჩებიან
Your browser doesn’t support HTML5
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ 3 600 თანამშრომელი გაფიცვას არ წყვეტს. „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი მაკა კვარაცხელია ამბობს, რომ მუშებს ხელფასი 25 პროცენტით უკვე გაეზარდათ, მაგრამ გაფიცულები თანხის 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მე-6 დღეა მაღაროში, 100 მეტრის სიღრმეში, 10 მაღაროელი იმყოფება. გაფიცულები აცხადებენ, რომ მანამდე არ დატოვენენ მაღაროს, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.