კუვეიტის პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და სხვა არალეტალური იარაღის გამოყენებით საპროტესტო აქცია დაშალა. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე. შსს-ს ცნობით, დაშავებულია 11 პოლიციელი. დააკავეს არაერთი ადამიანი. კვირას კუვეიტის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა სამთავრობო შენობებთან და გააპროტესტა საარჩევნო კანონში ცვლილებები. ოპოზიციის მხარდამჭერთა აზრით, ცვლილებების მიზანი პარლამენტში ოპოზიციონერების არდაშვებაა. მათივე აზრით, ცვლილებები ეწინააღმდეგება 2006 წლის კონსტიტუციას.