დღევანდელი ”რეზონანსი” მოწინავე სტატიად აქვეყნებს პუბლიკაციას ქართული მედიასაშუალებების მფლობელთა ცვლილებების თაობაზე. გაზეთი წერს, ეს პროცესები ქმნის ეჭვს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი მედიაგარემოს შექმნა გართულდებაო. მედიაექსპერტმა არჩილ გამზარდიამ ”რეზონანსს” უთხრა, ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ ტელევიზიებს თავიანთი მეპატრონეები იბრუნებენ, თუმცა რჩება რისკი იმისა, რომ ოპონენტური მედიასაშუალებები გაქრებიანო. ”უპირველეს ყოვილსა, აუცილებელია საწინააღმდეგო აზრის არსებობა”, - უთხრა არჩილ გამზარდიამ ”რეზონანსს”.
ამავე თემას უთმობს პირველ გვერდს ”ვერსიაც”. ”ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის” - ასეთია სტატიის სათაური. გაზეთი წერს, „საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნაცტელევიზიებზე კონტროლის მოპოვებას შეეცდება, ნამდვილად გამართლებულია. მთავარი ისაა, რა შედეგებზე იქნება ის ორიენტირებულიო”. „ვერსია” განსაკუთრებულ ყურადღებას ”რუსთავი 2“-ის მფლობელებს უთმობს და წერს, ეს ტელევიზია ივანიშვილისათვის აშკარად დიდი რისკია, ის ან კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს, ან დაიშალოსო, და წინასწარმეტყველებს - ბრძოლა ამ ტელევიზიისათვის დაუნდობელი იქნებაო. დეტალებს ”ვერსიაში” ნახავთ.
”ახალი თაობა” აქვეყნებს სტატიას, რომლის ქვესათაურიცაა: „ახალარჩეული დეპუტატების სიცოცხლე საფრთხეშია”. პუბლიკაცია შეეხება პარლამენტის შენობას ქუთაისში, იმას, რომ ის მზად არ არის და ასევე ჭორებს პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით. გაზეთი წერს: ”ვრცელდება ჭორები, რომ ნაციონალებს არ სურთ 21 ოქტომბრის სხდომის ჩატარება და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენო.” გაზეთი ორჯერ უსვამს ხაზს, რომ ეს ჭორებია, მაგრამ ინფორმაციას მაინც აქვეყნებს.
”ვერსიას” მივუბრუნდები, სადაც დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ პაატა ზაქარეიშვილთან. გაზეთი მასა და სააკაშვილს შორის მომხდარი უთანხმოების გაუხმაურებელ დეტალებს გვპირდება. თავად ზაქარეიშვილი ასეთ რამეს ჰყვება: ”ოქრუაშვილი ციხეებში არსებული ვითარების შესწავლაში ხელს მიშლიდა. არაერთხელ ვუთხარი სააკაშვილს ამის შესახებ. მეუბნებოდა, დამანებე თავი, მჭირდება ოქრუაშვილიო. საბოლოოდ ამის გამო შევასკდით ერთმანეთს. მაშინ ვუთხარი, "შენი მთავარი შეცდომა ოქრუაშვილია-მეთქი".” პაატა ზაქარეიშვილი განაგრძობს: ”როცა ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, სააკაშვილმა ჩემი ფრაზა გაიმეორა... ის, რაც ხალხმა 2007 წელს დაინახა მასში, მე 2002 წელს უკვე ვიცოდი, ციხეებში მუშაობის წელიწად-ნახევარი საკმარისი იყო, რათა სააკაშვილის რეალური სახე დამენახაო.” სრულად ინტერვიუს ”ახალ თაობაში” წაიკიხავთ.