თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია - ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, შენობა უკვე გასხვისებულია, თუმცა, შეჩერებულია პრივატიზაციის პროცესი. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნება” არ გამორციხავს, რომ საშემოდგომო სესიის შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდება, რასაც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.