მიმოხილვას დავიწყებთ დღეს გამომავალი ორი ჟურნალით - ”ლიბერალით” და ”ტაბულით”. ორივე ჟურნალის მოწინავე სტატია ხელისუფლების ცვლილებაზეა, თუმცა ”ლიბერალი” აქცენტს წარმავალ ხელისუფლებაზე აკეთებს, - მოწინავე სტატიის სათაურია ”მთავრობიდან ოპოზიციაში. ბრძოლა მიღწევების შესანარჩუნებლად”, - ”ტაბულის” ყურადღების ცენტრში კი მომავალი ხელისუფლებაა, სტატიის სათაურია ”ოცნების გუშაგები ცვლას იბარებენ”. ”ლიბერალი” კანადაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგ ლაშა ჭანტურიძეს გაესაუბრა, რომელმაც თქვა ” ‘ქართულ ოცნებას’ ისა აქვს გასათვალისწინებელი, რომ 4-5 წლის შემდეგ შეიძლება პოზიციების გაცვლა ისევ მოუწიოთ, ამიტომ ერთმანეთის ძალიან შეზღუდვაც არ გამოადგებათ. ერთ კაცზე ან პარტიაზე პოლიტიკის მორგების მცდელობა თუ არ იქნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოქმედებისათვის საჭირო არეალი დარჩებაო”.
”ტაბულა” კი თავის სტატიაში არაერთხელ კითხულობს, პირდაპირ თუ ირიბად, მოჰყვება თუ არა ახალი მთავრობის მოსვლას შურისძიება, ანუ კადრების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნითო. ჟურნალს მოჰყავს რამდენიმე უცხოურ გამოცემაში დაბეჭდილა ფრაზა ამასთან დაკავშირებით და, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ”კვლავ კონფრონტაციაზე იყო მიმართული”. ”ტაბულა” ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებზე, ივანიშვილმა ამოცანად პოლიციის ”დეპოლიტიზაცია” დამისახაო, და კითხულობს, ”იგეგმება თუ არა ”დეპოლიტიზაციის” მოტივით პოლიციის თანამშრომლების დათხოვნა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვითო”.
”რეზონანსზე” გადავიდეთ, რომელიც დღეს წერს, პრეზიდენტმა ჩინოვნიკებს ქვეყნიდან გაქცევის და ნაღდი ფულის გატანის საშუალება გაუხანგრძლივაო. გაზეთი წერს სააკაშვილის ბრძანებულებაზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობის ყოფილ პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება გაუხანგრძლივდა. ექსპერტმა კახი კახიშვილმა ”რეზონანსს” უთხრა, „გარკვეულ ქვეყნებში საზღვარზე დიპლომატიური პასპორტის მატარებლის ბარგი არ იჩხრიკება. ეჭვი მაქვს, ეს გადაწყვეტილება მათ სჭირდებათ, ვისაც ნაღდი ფულის გატანა უნდა საზღვარგარეთო”. სხვა შესაძლო მიზეზებზეცაა მსჯელობა ამ სტატიაში, რომელსაც ”რეზონანსში” წაიკითხავთ.
”კვირის პალიტრით” დავამთავრებ, რომელიც დღეს აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან. ის საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი დღევანდელ ვითარებაში იწვევს მძაფრი პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს. ვახტანგ ხმალაძე ხსნის: „პრეზიდენტმა თქვა, არ გამოვიყენებ იმ უფლებას, რაც კონსტიტუციით მაქვსო. მას შეეძლო პრემიერად და მინისტრებად დაენიშნა ისინი, ვინც თვითონ უნდოდა. პრეზიდენტს ამის სრული უფლება ჰქონდა და ეს არის სწორედ ამ კონსტიტუციის უგვანობა - განაპირობებს კრიზისსო.” ხმალაძე ამატებს: ”მისი ქმედება ჯერჯერობით არ მიუთითებს, რომ პირობას დაარღვევს, თუმცა ამის პარალელურად არის პროცესები, რომელიც მიუთითებს არა თანამშრომლობაზე, არამედ კონფრონტაციაზე, საკუთარი ფლანგებისა და ზურგის გამაგრებაზე, რათა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციების გასამყარებლადო".