საქართველოში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:13-ზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა კახეთის ქალაქებსა და თბილისში. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობთ ავრცელებს ცნობას, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა წნორში იყო. იქ მიწისძვრის მაგნიტუდამ 5.1 შეადგინა. მიწისძვრა საქართველოს რამდენიმე ქალაქში წუხელ ღამითაც მოხდა. გუშინდელი მიწისძვრის ეპიცენტრად სახელდება საქართველოს საზღვრიდან 5 კილომენტრის მოშორებით მდებარე აზერბაიჯანის ტერიტორია. მიწისძვრის მაგნიტუდა იქ 4.6 იყო.