დევნილები არ აპირებენ უკანონოდ დაკავებული შენობის დატოვებას
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში შეიჭრა დევნილების 35 ოჯახი. დღეს იქვე, ქუჩაში, შეიკრიბნენ ის დევნილები, რომლებიც ამ შენობიდან 2011 წელს გამოასახლეს. ისინი ითხოვენ, რომ შენობაში შეჭრილებმა კორპუსი დატოვონ, რადგან ამ ფართთან დაკავშირებით დავა სასამართლოში მიმდინარეობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა და მისი დაკავება არამართლზომიერია.