საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები. ”რუსთავი 2”-ის მიერ შეკვეთილი ეგზიტპოლის თანახმად, კოალიციას ”ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნება” მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 51%-მა, ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 41%-მა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ შეკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, ”ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 35%-მა, ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” - 30%-მა. ”ამომრჩეველთა ლიგის” ეგზიტპოლის შედეგებია: ”ქართული ოცნება” - 70,24%, "ნაციონალური მოძრაობა" - 24,66 პროცენტი. ტელეკომპანია "მაესტროს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პროპორციული სიით საქართველოს მასშტაბით "ქართულ ოცნებას" 63% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 27%. ამავე ეგზიტპოლის თანახმად, თბილისში "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 75%-მა, "ნაციონალური მოძრაობას" - 18%-მა.