საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ წევრი ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ”ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.” ევროკავშირის წარმოამდგენლობა აღნიშნავს, რომ პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ევროკავშირის წარმოამდგენლობა მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფხვრისთვის.