თბილისში პარკების დეფიციტია
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის მწვანე საფარი საკმარისზე ბევრად ნაკლებია. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელის მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ სტატისტიკური მონაცემებით, თბილისს მწვანე საფარი საკმარისი აქვს, რადგან ქალაქის საზღვრები გაფართოვდა და მან გარეუბნების სასოფლო-სამეურნეო მიწებიც შემოიერთა. მაგრამ თუ თბილისს ძველ საზღვრებში განვიხილავთ, აშკარა გახდება მწვანე საფარის ძლიერი დეფიციტი. თანაც, ქალაქში სულ უფრო მცირდება პარკებისა თუ სხვა რეკრეაციული ზონების რიცხვი. თბილისის მერია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.