ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველმა საბჭომ გააკრიტკა ირანი თავის რეზოლუციაში, რომლის თანახმად, საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ურანის გამდიდრების სამუშაოების გაგრძელების და თეირანის საქმიანობის გამო ფარშინის სამხედრო ბაზაზე, სადაც ირანი არ უშვებს საერთაშორისო ინსპექტორებს 2005 წლის შემდეგ და სადაც, სავარაუდოდ, ირანმა იარაღთან დაკავშირებული ცდები ჩაატარა ათი წლის წინ. დიპლომატების თანახმად, ამ რეზოლუციის მიზანი ისიცაა, რომ თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო მოქმედება ისრაელის მხრიდან ირანის მიმართ. რეზოლუციას მიემხრო საბჭოს 35 წევრის სამი მეოთხედი. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების და გერმანიის ინციციატივით შეიქმნა. აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ზეწოლა ირანზე იზრდება. ირანის წარმომადგენელმა სააგენტოში, ალი სოლთანიემ განაცხადა, რომ დოკუმენტი დასავლეთის კიდევ ერთი მცდელობაა, ირანის ბირთვული კრიზისის პოლიტიზებისა.