"დღეს გარდაიცვალა ელვის პრესლი. ის 42 წლის იყო. როგორც ჩანს, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ის მემფისში, თავის სახლში იპოვეს. უკვე აღარ სუნთქავდა. ტურნეების მენეჯერმა მისი რეანიმირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. საავადმყოფოში განხორციელებული მცდელობებიც უშედეგო გამოდგა. ექიმმა ის გარდაცვლილად დღის 3 საათზე გამოაცხადა.” 35 წლის წინ - 1977 წლის 16 აგვისტოს - ასეთი განცხადებით მიმართა ამერიკელებს სამაუწყებლო ქსელის, NBC-ის წამყვანმა, დევიდ ბრინკლიმ.
„მეფე მოკვდა და მას ვერავინ შეცვლისო“, - წერდა ჟურნალისტი მარტინ უოლკერი.
ელვის პრესლი ან, უბრალოდ, ელვისი, როგორც მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, მეოცე საუკუნის პოპულარული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და ამერიკული კულტურის სიმბოლოა. მის შესახებ საუბრისას არავინ იშურებს აღმატებულ ეპითეტებს - უწოდებენ როკ ენ როლის მეფეს ან, უბრალოდ, მეფეს, მეამბოხეს, კულტურულ რევოლუციონერს; აღნიშნავენ მის ნიჭს, გარეგნობას, ქარიზმას, იუმორის გრძნობას. დასავლეთის უნივერსიტეტებში ბევრი პროფესორი მთელ თავის კარიერას უძღვნის იმ რევოლუციური გავლენის კვლევას, რომელიც პრესლიმ ამერიკის და, ზოგადად, დასავლეთის კულტურაზე, მუსიკაზე, ცხოვრების სტილსა თუ სექსუალობაზე მოახდინა.მისი ბიოგრაფია ამერიკული ოცნების - შესაძლებლობების სამყაროს - განსხეულებას წარმოადგენს. ელვის პრესლი სატვირთო მანქანის მძღოლი ღარიბი ბიჭი იყო, რომელმაც თავისი ნიჭით არნახულ მწვერვალებს და წარმატებას მიაღწია.
http://www.youtube.com/embed/gVay5Oq9h1c
საერთაშორისო მასშტაბის სენსაცია ელვისი1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან გახდა. პრესლი როკაბილის სახელით ცნობილი ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვანი პოპულარიზატორი იყო - ჩქარი და ცეცხლოვანი ტემპით გამორჩეული მუსიკის, რომელშიც ქანთრი და რიტმ ენდ ბლუზი იყო გაერთიანებული. ამასთან, ელვის პრესლი იყო პირველი მუსიკოსი, რომელიც აფროამერიკულ სამხრეთში გავრცელებულ ბლუზს და გოსპელს დაეყრდნო და ეს მუსიკა უფრო ფართო, თეთრკანიანი ამერიკელების აუდიტორიამდე მიიტანა.
http://www.youtube.com/embed/yWgprZu4Hk4
რასობრივი და სოციალური ბარიერების შერყევის გარდა, პრესლიმ მორალურ პირობითობებზეც მიიტანა იერიში. დღეს შესაძლოა რთული წარმოსადგენი იყოს ის, რომ თავისი დროისთვის ელვისი სკანდალურ, ტრანსგრესიულ ფიგურად აღიქმებოდა. „ელვის პრესლი - შემსრულებელი - სექსის განსახიერება იყო“, - წერდა ჟურნალ „ტაიმის“ ავტორი, ჯესიკა რივსი, 2002 წელს. „ეს შესაძლოა მხოლოდ მინიშნება ყოფილიყო, - ვთქვათ, ჟესტი, მოძრაობა, აწეული წარბი, - მაგრამ სექსუალური მუხტი მას ყოველთვის სდევდა თან. და სწორედ ეს მოუთოკავი სექსუალობა იყო ის, რისი შეზღუდვაც უნდოდათ 1950-იანი წლების შუა ხანების ამერიკელ მშობლებს. უნდოდათ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო“. ეროტიზმის და ცეკვის პროვოკაციული სტილის გამო, როგორც ამბობენ, პოპულარული ტელეგადაცემის, ედ სალივანის შოუს პროდიუსერებმა ელვისის გადაღება მხოლოდ წელს ზემოთ მიიჩნიეს დასაშვებად.
http://www.youtube.com/embed/2pEkQRi3uXA
ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, 1958 წელს ელვისი ჯარში გაწვევას დაემორჩილა. სავალდებულო სამსახურის დიდი ნაწილი მან გერმანიაში, ფრიდბერგში, მოიხადა.
ჯარიდან დაბრუნების შემდგომ წლებს ელვისის თაყვანისმცემლები უკვე ბევრი იმედგაცრუების პერიოდად იცნობენ. პრესლიმ უხეირო ფილმებში ითამაშა და შედარებით უფერული ჩანაწერებიც გამოუშვა, თუმცა 1968 წელს - სცენისგან შვიდწლიანი შესვენების შემდეგ - პრესლი კონცერტებს დაუბრუნდა, ლას-ვეგასში რამდენიმე შოუ ჩაატარა და ტურნეც მოაწყო.
http://www.youtube.com/embed/olqe-JnHzjU
1973 წელს პრესლიმ ჰავაიზე ჩაატარა კონცერტი - პირველი შოუ, რომელიც სატელიტით მთელ მსოფლიოში გადაიცა და 1,5 მილიარდამდე მაყურებელმა მიადევნა თვალი.
მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მეტად უარესდებოდა. პრესლი მედიკამენტებზე დამოკიდებული გახდა და ძალიან გასუქდა. ვრცელდებოდა ხმები ნარკოტიკების მოხმარებაზე, მის ნევროზებზე, დეპრესიაზე. პრესლი გაშორდა ცოლს - პრისცილას. როკის ცნობილი კრიტიკოსის, ინგლისელი ჟურნალისტის მარკ ფარენის სიტყვებით, ფიგურა, რომელიც ცოტა ხნის წინ გმირი იყო, თანდათან ბევრის თვალში ჭირვეულ, მსუქან და გათამამებულ ბავშვად გადაიქცა.
ამ საჯარო ტრანსფორმაციის გამო, ელვისის სიკვდილის შესახებ ცნობამ, ალბათ, ცოტა ვინმე თუ გააკვირვა, სევდით კი ბევრი დასევდიანდა. მართლაც დამთრგუნველი წარმოსადგენი იყო ის, რომ ელვის პრესლი - პოპკულტურის უდიდესი კერპი - თავის ფეშენებელურ აპარტამენტებში მარტოობასა და ფსიქოლოგიურ სტრესში გარდაიცვალა. მისი სასახლე - გრეისლენდი - ახლა ელვის პრესლის მუზეუმია.
ელვისის კომერციული წარმატება სიკვდილიდან 35 წლის გასვლის შემდეგაც არნახულად დიდი რჩება. პოპმუსიკის ისტორიაში მისი დისკები ყველაზე დიდი რაოდენობით - მილიარდზე მეტით - არის გაყიდული. თუმცა, ცხადია, ელვისს მხოლოდ პოპულარობა და კომერციული მოგება არ გამოარჩევს. პრესლის გარეშე თანამედროვე პოპკულტურის წარმოდგენა - იმ სახით, როგორითაც ვიცნობთ - საერთოდ შეუძლებელია. კვლავ მიკ ფარენს დავესესხოთ:
„ელვის პრესლის გარეშე ისტორია ნამდვილად სხვაგვარი იქნებოდა. ჯაგერი შესაძლოა უძრავი ქონების აგენტი გამოსულიყო, დილანი - რაბინი, ლენონი - აგურების დამგები, ჯონი როტენი - მოსამართლე. ელვის პრესლი, ალბათ, იმ რამდენიმე არტისტს შორისაა, რომლებმაც ადამიანების ცხოვრებაზე მოახდინეს აშკარა გავლენა. და, ალბათ, ეს მისთვის ძალიან დიდი ტვირთიც იყო.“
„ტაიმის“ ავტორი კი, ჯესიკა რივსი, წერს:
„სწორედ ელვისის სევდიანი ბოლო დღეების ადამიანურმა მხარემ აქცია ის ასეთ საყვარელ ფიგურად ამდენი თაყვანისმცემლის თვალში. ის ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა - ჩვეულებრივი, სისუსტეების მქონე ადამიანი. ამის ცოდნა კი მისი მუსიკის სმენით მოგვრილ სიამოვნებასაც აძლიერებს - შეგვახსენებს, რომ ხმა, რომელმაც ყველა ეს გულშიჩამწვდომი, ულამაზესი მელოდია გვაჩუქა, ეკუთვნოდა ადამიანს, რომელსაც ტკივილიც, სურვილებიც და დამარცხებაც გამოცდილი თუ განცდილი ჰქონდა.“