დამასკში დღეს აფეთქება მოხდა

სირიის დედაქალაქში დღეს მძლავრი აფეთქება მოხდა. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ბომბი აფეთქდა ახლოს სასტუმროსთან, რომელშიც გაეროს მეთვალყურეები ცხოვრობენ და სამი ადამიანია დაჭრილი. იგივე წყაროს ცნობით, ბომბი საწვავის ავზზე იყო დამონტაჟებული. გაერო ვერ ახერხებს ინფორმაციის დადასტურებას. დამასკში მყოფი ოპოზიციის აქტივისტი იტყობინება, რომ აფეთქების ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანები მიდიან დაჭრილთა დასახმარებლად. ”ოპოზიციის კოორდინაციის ადგილობრივი კომიტეტების” განცხადებით, აფეთქება დამასკის უმეიდის მოედანზე მდებარე უშიშროების შენობასთან მოხდა.