მიხეილ თუმანიშვილის რეპეტიცია

”მიხეილ თუმანიშვილის რეპეტიცია” - ასე ჰქვია წიგნს და დისკს დიდი ქართველი რეჟისორის რეპეტიციების აუდიოჩანაწერით, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა გამოსცა. წიგნზე სხვებთან ერთად მუშაობდნენ მხატვარი გოგი ალექსი მესხიშვილი, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი. წიგნის ავტორია თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილი, რომელსაც ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია ესაუბრა.