მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
Your browser doesn’t support HTML5
უკვე მეოთხე წელია, ყოველ 8 აგვისტოს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან მათი ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან. გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეიმკო. ყვავილები ეწყო იმ ჯარისკაცთა საფლავებთანაც, ვისი ვინაობაც დღემდე უცნობია.