ინდოეთის სამხრეთში სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ხანძარს სხვადასხვა მონაცემებით, 30-დან 47-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 28 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთი ვაგონი მთლიანად დაიწვა. სამაშველო სამუშაო გრძელდება და მას ლითონის ვაგონში არსებული მაღალი ტემპერატურა ართულებს. სამგზავრო მატარებელი დელიდან ქალაქ ჩენნაიში მიდიოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.