რადიოჟურნალი - 942-ე გამოშვება

ახალციხე

დღეს გიამბობთ ახალციხის ღირშესანიშნაობაზე - რაბათზე, სადაც დასრულებულია რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი. საქართველოს რეგიონის შემდეგ გერმანიის ერთ რეგიონს მივაშურებთ, შევეხებით ერთ გახმაურებული ამბავს, რომელიც წელს მოხდა ბაიროითის ფესტივალზე: რიხარდ ვაგნერის მიერ დაარსებული სახელგანთქმული ფესტივალის სოლისტებს გამოეთიშა რუსი ბარიტონი ევგენი ნიკიტინი მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკერდზე სვასტიკა ჰქონდა ამოსვირინგებული. ბოლოს ოლიმპიურ თამაშებზე ვისაუბრებთ: რომელი ქვეყანა როგორ უპირებს დასაჩუქრებას ოლიმპიურ ჩემპიონებს. ამ საკითხის გარდა, შევიტყობთ, როგორ ჩაიარა ასპარეზობის პირველმა დღემ საქართველოს წარმომადგენლისათვის.