ოლიმპიური ოქროსთვის ყველაზე მაღალი ჯილდო საქართველომ დააწესა

ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებისთვის ყველაზე დიდი ფულადი პრემია საქართველომ დააწესა - 1 200 000 აშშ დოლარი. 510 000 დოლარით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია. ვერცხლის მედლისათვის სპორტსმენს საქართველო 30 000 დოლარით დააჯილდოვებს, ბრინჯაოსათვის კი - 20 000 დოლარით. რეიტინგში მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, რომელმაც ოქროს მედლისათვის 510 000 დოლარი დააწესა. საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა ოქროს მედლისათვის არც ერთ ქვეყანას არა აქვს დაწესებული 250 000 დოლარზე მეტი.