ზესტაფონში გაიფიცნენ ხელფასის 50%-ით მომატების მოთხოვნით

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პარასკევს დილით დაწყებულ გაფიცვაში მონაწილეობს 700-ზე მეტი ადამიანი. მუშების ინფორმაციით, მათ შეხვდა ქარხნის ერთ-ერთი მეწილე რომან ფიფია, რომელმაც შესთავაზა ხელფასის 35%-ით გაზრდა და 10%-იანი პრემია. თავად გაფიცულები ხელფასის 50%-ით მომატებას მოითხოვენ და საპროტესტო აქციას განაგრძობენ.