“ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებაო”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. გაზეთი, სხვადასხვა რესპონდნეტზე დაყრდნობით, წერს, რომ რამდენიმე დღის წინ შსს-ს ბათუმის ქვედანაყოფებს დაურიგდათ სპეციალური ეკიპირება, რომელშიც სხვა აღჭურვილობასთან ერთად ხელკეტები, რეზინის და კაუჩუკის ტყვიები იყო. ასევე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მიტინგების დარბევისთვის ამზადებენ. პოლიციელები მომზადებას თელავის სამხედრო ბაზაზე გადიანო”, - უთქვამს "თავისუფალის საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მოსიაშვილს. ”რეზონანსი” წერს, გორის რაიონის სოფელ ვარიანის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა, "ქართული ოცნების" 15 ივლისის აქციასთან დაკავშირებით სოფელში დადის ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეცრაზმის მობილიზებას გეგმავსო. გაზეთი ამატებს, ამ ინფორმაციის გადამოწმება გუშინ შს სამინისტროში ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ - ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხაო".
იმ ინციდენტის შესახებ სტატიას კი, რომელმაც სიტუაციის შესაძლო დაძაბვის განხილვა გახადა აქტუალური, ”ახალი თაობა” ასე ასათაურებს - ”სისხლიანი დაპირისპირება კარალეთში”. ”გორი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად გადაიქცა. ბოლო დღეების განმავლობაში აქ დიდ გაწევ-გამოწევას აქვს ადგილი. ადგილობრივ ჩინოსნებს, მათ ცოლებს, სიდედრებსა და მოყვრებს მოსვენება არ აქვთ. ისინი "ქართული ოცნების" აბეზარ წევრებს დასდევენ. აღარაფერს ვამბობთ ზონდერებზე - ისინი გუშინაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ”, - წერს ”ახალი თაობა” და ამატებს: ”ინციდენტები აქ ბევრჯერ მოხდა, მაგრამ გუშინ დაპირისპირება განსაკუთრებით მძიმე გამოდგაო”. გია ვოლსკიმ კი ”რეზონანსს” უთხრა: „ ადრე იყო ცალკეული პროვოკაციები, მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრები, ძირითადად, კარგად იმართებოდა. ხალხის განწყობა ძალიან პოზიტიურია. სანამ კარალეთში ჩავიდოდით, დევნილთა დასახლება ვერხვებში ვიყავით. იქაც იყო მობილიზებული ჯგუფი, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, მაგრამ ვერ შეძლეს - ბევრი ხალხი იყო. ვერხვებიდან ეს მობილიზებული ხალხი შემდეგ კარალეთში ჩავიდა და იქ მოაწყვეს პროვოკაცია. ასეთი რამ სპონტანური არ არის. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებაო.” - სტატიას, რომლის სათაურიცაა ”კარალეთში ოცნებას ქვებით და ჯოხებით დახვდნენ”, ”რეზონანსში” წაიკითხავთ.
დაბოლოს, ”ვერსიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზეც გეტყვით. - გაზეთი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს გაესაუბრა, რომელაც თქვა, ელექტროენერგიის და ნაგვის გადასახადის ერთიან სისტემაში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდესო. ”ნაგვის გადასახადთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ქალაქის ხელმძღვანელობამ თავის თავზე აიღო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ, პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო დამისამართების პროგრამას ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ, არ გამოვრიცხავ, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედოს. კარგად ვიცი, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ნაგვის გადასახადი არ მოსწონთ. ეს სამგორის მოსახლეობისგანაც მოვისმინე, თუმცა მათ მოსწონთ ის, რომ ქალაქში ნაგავი აღარ არის", - უთხრა მიხეილ მაჭავარიანმა ”ვერსიას”.