საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ყრილობის მონაწილენი ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი ლიდერების საერთო მისწრაფებებზე მსჯელობენ. ფორუმის დაწყებამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა.