პარაგვაის პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყვეს

პარაგვაის პრეზიდენტი, ფერნანდო ლუგო, თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტის პროცესში, რომელიც ძალიან სწრაფად ჩატარდა, კონგრესმა დაადგინა, რომ ლუგომ სათანადოდ ვერ უხელმძღვანელა გასულ კვირაში მიწებიდან ხალხის გასახლების საქმეს. შეტაკებების დროს 17 პოლიციელი და ფერმერი იქნა მოკლული. ლუგო - რომელიც უწინ კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი იყო, შემდეგ კი სასულიერო პირობა დატოვა და კენჭი იყარა - აცხადებს, რომ იმპიჩმენტი გადატრიალების ტოლფასი აქტია. იმპიჩმენტს მემარცხენე ლიდერის მომხრეების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ლუგოს შეცვლის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკო ფრანკო - რომელიც პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტი იყო.