6 ივნისს კიშინიოვში ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიერ ორგანიზებული თეატრის ახალგაზრდა მოღვაწეთა საერთაშორისო ფორუმი ქართველი რეჟისორის, დათა თავაძის სპექტაკლით, ”მახინჯით” გაიხსნა. მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის ამ ინტერპრეტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგი გვახარია ესაუბრა პიესის მთარგმნელს, დავით გაბუნიას, რომელიც ფესტივალზე იმყოფებოდა.