იტალიაში პოლიციამ განაცხადა, რომ დააპატიმრეს ქალაქ ბრინდიზის სკოლასთან მომხდარი აფეთქებიოს მომწყობი. ის ბენზინგასამართი სადგურის 68 წლის თანამშრომელია, რომელსაც, პოლიციის ცნობით, პირადი უთანხმოება ჰქონდა სკოლის დირექტორთან. მან აღიარა, რომ დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობა და სკოლასთან, სანაგვე ყუთში მოათავსა. აფეთქების შედეგად 16 წლის მოსწავლე გოგონა დაიღუპა და 5 ადამიანი დაიჭრა. გამოძიებისას პოლიციამ 1400 ადამიანი დაკითხა და 32 ჩხრეკა ჩაატარა.