ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ

Your browser doesn’t support HTML5

ეროვნული გამოცდების ცენტრის სამოცმა თანამშრომელმა ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მხარდასაჭერად თანამდებობები დატოვა. თანამდებობების დატოვებას აპირებენ ის თანამშრომლებიც, რომლებიც ამჟამად რეგიონებში იმყოფებიან. მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამსახურიდან მიმინოშვილის გათავისუფლებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მაია მიმინოშვილის დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად „პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა“ დაასახელა. ამასთან, გათავისუფლების ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მაია მიმინოშვილის ვაჟის, ლაშა ყანჩაველის მონაწილეობა „ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციაში. ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მიუხედავად გადადგომისა, ახალ გუნდს მაქსიმალურადშეუწყობენ ხელს ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში.