მე-17 საუკუნის ბოლოს შექმნილი ფრანგული მუსიკალური კარადა ”კალიოპე” დღესაც ისევე უკრავს, როგორც თავის დროზე. ის პირველად აჟღერებიდან თითქმის სამი საუკუნის შემდეგ აღმოჩნდა თბილისში, არკადი რევაზიშვილის კოლექციაში, რევაზიშვილისა, რომელმაც 1975 წელს დაიწყო ზრუნვა საკრავების მუზეუმის დაარსებაზე. მექანიკური საკრავების კოლექციონერის მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უნიკალური ევროპული ექსპონატები ამჟამად ქართულ და აღმოსავლურ საკრავებთან ერთად ინახება ძველ თბილისში, სამღებროს ქუჩაზე მდებარე მუზეუმში. მას დღეს ”ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი” ეწოდება.
ექსპონატებს საათზე მეტხანს ვათვალიერებდი მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთან, ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ბაიაშვილთან ერთად, რომელმაც, თითოეული საკრავის წარმომავლობის და კონსტრუქციის გარდა, უამრავი საინტერესო რიტუალისა და ლეგენდის შესახებაც მიამბო. მუზეუმის დათვალიერებას სტუმრები, როგორც წესი, ქართული საკრავების დარბაზიდან იწყებენ. პირველი ექსპონატი, რომელიც ქეთევან ბაიაშვილმა მიჩვენა, ეროვნულ მუზეუმში დაცული გედის ძვლის უენო სალამურის ასლია. ორიგინალი, რომელიც 5 ათასი წლისაა, არქეოლოგებმა 1937 წელს უფლისციხესთან აღმოაჩინეს.
”ივანე ჯავახიშვილმა ამ სალამურს უწოდა „მწყემსი ბიჭის სალამური“, იმიტომ რომ ნაპოვნი იყო 9 წლის ბიჭის სამარხში, სადაც ასევე იყო ცხოველების თავის ქალები და ჩონჩხი”, - მიამბობს ქეთევან ბაიაშვილი. ეთნომუსიკოლოგის თქმით, ქართული მუსიკალური კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ამ სალამურის რკალისებურ ფორმას მეცნიერები თავდაპირველად იმით ხსნიდნენ, რომ ძვალი საუკუნეთა განმავლობაში მოიხარა. თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ სალამური თავიდანვე ამ ფორმით დამზადდა, ადამიანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის კარგად ცოდნის საფუძველზე. ქეთევან ბაიაშვილის თქმით, ”სხვადასხვა პოზიციაში და სხვადასხვა დახრილობით ეს სალამური ახალ-ახალ ბგერათ რიგებს გვაძლევს. ბგერათა ეს სისტემა ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში უძველესად ითვლებოდა. ეს არის ხევსურული კილოკავი.”
”მწყემსი ბიჭის სალამურისგან” განსხვავებით, დარბაზში გამოფენილ ყველა სხვა ინსტრუმენტზე საქართველოში ამჟამადაც უკრავენ. როგორც ქეთევან ბაიაშვილი ამბობს, ”ყველა მათგანს ქართული ვოკალური მრავალხმიანობის კვალი ემჩნევა. ჩვენი მუსიკალური ფილოსოფია აგებულია პოლიფონიური სტრუქტურით და ეს ყველაფერი საკრავებშიც ძალიან კარგად ჩანს.”
ეთნომუსიკოლოგი სწორედ პოლიფონიური აზროვნებით ხსნის იმას, რომ ქართული სალამური და გუდასტვირი არა ერთ, არამედ ორ ბგერას გამოსცემენ.
ჩასაბერ საკრავებს მუზეუმის დარბაზში მოჰყვება დასარტყამი დოლი, დაირა და დიპლიპიტო და სიმებიანი ჩანგი, ჭიანური, ჭუნირი, ფანდური და ჩონგური. მათ გვერდით რამდენიმე სხვადასხვა ზომის გარმონია გამოფენილი. ქეთევან ბაიაშვილი ამბობს, რომ ამ წარმომავლობით გერმანულმა საკრავმა, რომელსაც საქართველოში ბგერათა სხვა წყობით შეუცვალეს ევროპული მაჟორ-მინორული სისტემა, თუშეთში თავი იმდენად დაიმკვიდრა, რომ ტრადიციული ფანდურიც კი შეცვალა.
შემდეგ ქეთევან ბაიაშვილს მოპირდაპირე კედელთან მივყავარ, საქართველოში ხმის პირველი ჩამწერის, ფონოგრაფის ორიგინალს მიჩვენებს და მეუბნება: ”აი, ამ ფონოგრაფს ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ძალიან თამამად შეგვიძლია საუბარი ამა თუ იმ კუთხის მუსიკალურ ენასა და თავისებურებებზე. დიმიტრი არაყიშვილი სწორედ ამ ფონოგრაფით შეიარაღებული შეუდგა 1901 წლიდან ექსპედიციებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და ჩაწერა უამრავი მასალა.”
ფონოგრაფის გვერდით დიდი და ძველი გრამოფონი დგას. ”ეს უნდა დავქოქოთ,” - მეუბნება ქეთევან ბაიაშვილი, ასეც იქცევა და სანდრო კავსაძის გუნდის მიერ შესრულებულ, თითქმის საუკუნის წინ ჩაწერილ ”წინწყაროს” მასმენინებს.
უნიკალური ჩანაწერის მოსმენის შემდეგ აღმოსავლურ საკრავებთან გადავინაცვლეთ. მულტიკულტურულ ძველ თბილისში გავრცელებულ საკრავებზე საუბრის დაწყებამდე ქეთევან ბაიაშვილმა მიამბო, რომ მუზეუმის გახსნიდან რამდენიმე ხნის შემდეგ საინტერესო ფაქტი შეიტყვეს. იქ, სადაც დღეს მუზეუმია, მე-19 საუკუნეში მდებარეობდა ქარვასლა, თავლებითა და სასტუმროთი, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ეროვნების ვაჭრები. ყოფილა ტრადიციაც, რომ ღამის სასიამოვნოდ გასატარებლად ვაჭრებს თან მიჰქონდათ თავიანთი საკრავები და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულს საუკეთესო საკრავი ერგებოდა.
აღმოსავლური საკრავების კუთხეც განსაკუთრებულია - სპარსული დასარტყამი ზარბი, ”ათას ერთი ღამიდან” ცნობილი უდი, ყველა სინაგოგაში დაცული ჩოფარი, საიათნოვას განუყრელი საზი და ლითონის სიმებიანი და სადაფით მორთული თარები და ქამანჩა. ”თარი გულთან ახლოს უნდა მიიტანო, რადგან გულისნადებს გადმოსცემს, ქამანჩა კი პატარა ბავშვივით მუხლზე უნდა დაისვა და მოეფერო, თორემ გაგებუტება და ხმას არ გაგცემს”, - იხსენებს ერთ-ერთი შემსრულებლის ნათქვამს ქეთევან ბაიაშვილი. აღმოსავლურ საკრავებს შორისაა ზურნა და დუდუკი, რომელთა ქართული წარმომავლობის შესახებ დავა მე-20 საუკუნიდან მიმდინარეობს. ქეთევან ბაიაშვილი დარწმუნებით ამბობს, რომ ამ საკრავების სამშობლო ძველი ეგვიპტეა და დასძენს: ”რა დროს შემოვიდა საქართველოში, ძალიან ძნელია, რომ ეს ზუსტად გავარკვიოთ. მაგრამ ქართველებმა აქაც ვერ აიტანეს ერთხმიანობა და სასწრაფოდ სამხმიანი შექმნეს. ასე რომ, ის სიმღერები და მელოდიები, რომლებიც სრულდება ზურნასა და დუდუკებზე, მართლაც ქართულია.”
”საქართველოში ესეც თავის ჭკუაზე გადმოიყვანეს და ქართულ მელოდიას უკრავს”, - მეუბნება ქეთევან ბაიაშვილი, ძველი თბილისისთვის ტრადიციულ არღანთან მივყავარ და მის საინტერესო კონსტრუქციას მიხსნის: ”აქ არის გამოყენებული ფორტეპიანოს ჩაქუჩების სისტემა და ნახეთ, ეს არის, ფაქტიურად, პირველყოფილი კომპაქტდისკი. აი, ეს თითოეული რკინა შეესაბამება ერთ მუსიკალურ ბგერას.” არღნის მოსმენის შემდეგ ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავებით სავსე დარბაზში შევდივართ. მუსიკალური ზარდახშა და კარადა ”ორკესტრიონი” საოცრად სასიამოვნო მელოდიებს ასრულებენ. აქვეა საგანგებოდ იოლად ტრანსპორტირებისთვის ინგლისში მე-18 საუკუნეში დამზადებული იშვიათი ფორტეპიანო, ფისგარმონია, მექანიკური ფორტეპიანო და თბილისში ერთ-ერთი უძველესი, 200 წლის როიალი. მათი დათვალიერების შემდეგ სულ ბოლო, რაც ქეთევან ბაიაშვილმა მიჩვენა, ყველაზე დიდი და მაღალი მუსიკალური კარადაა, წარწერით ”ბონაპარტი.” ის საგანგებოდ დაუმზადებიათ ნაპოლეონისთვის, რომლისგანაც, მეცნიერების ვარაუდით, მიურატებს გადაეცათ და შემდეგ საქართველოში აღმოჩნდა. მუსიკალური კარადა ”ბონაპარტი” და მექანიკური ფორტეპიანო ორად ორი ექსპონატია, რომელიც ამ დარბაზში დუმს. თუმცა, მუზეუმის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად უნიკალური პროფესიის ადამიანის, მექანიკური საკრავების რესტავრატორის გოგი შიოშვილის დახმარებით მათ ახმიანებასაც შეძლებენ.