კიდევ ერთი ბრძოლა მოიგეს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის", "ვახტანგ გორგასლის ორდენის", "ქუჩაში მოსეირნე მორწმუნე გამვლელთა საღვთო ორგანიზაციის", "ზემელის მეტროსა და მიმდებარე ტერიტორიის ეროვნულ-ლიტურგიული პარტიის", "ნაადრევად წვერმოშვებულ ახალგაზრდათა სამრევლოს", "ეკლესიურ გაკრახმალებულ-საროჩკოსანთა სამგალობლოსა" და "ავტობუსებში ამსვლელ-ჩამსვლელ დიდმოწამეთა ლეგიონის" წევრებმა: ლგბტ-ს აგენტ სამ ცალ გოგოსა და ერთ ცალ ბიჭს "თავისუფლების მოედნამდე" ჩასვლის უფლება არ მისცეს! ზემოთ ჩამოთვლილ მებრძოლთა გარდა, საეჭვო ქალ-ვაჟების შეკავებაში სპონტანურად მიიღეს მონაწილეობა "ნაწყენ ქართველ დედათა პარტიისა" და "პატიოსნად მომლოცველ მძღოლთა ორგანიზაციის" წარმომადგენლებმა (ერთმა მძღოლმა ხუთმაგი საანათემო გინება შეუძახა ლგბტ-აგენტებს).
იქვე იბრძოდნენ მამაოებიც, რომელნიც მზად იყვნენ, უმალ მანქანებს შევარდნოდნენ ბორბლებ-ქვეშ, ვინემ "ორი გეი და სამი გოგო-გეი" გაეშვათ ცენტრალური მოედნისაკენ.
"მამაოთა თანხმლებ ნორჩ აღმსარებელთა" პარტიის წევრებმა რამდენიმე მოწოდებით მიმართეს გზააბნეულ გოგო-ბიჭებს: "ახლავე დაჯექით მარხვაზე!", "ახლავე მოიყვანეთ ცოლები!", "ეს არაა შენი შეყვარებული, ეს შენი დაქალია!", "ნუ იცვამთ მოტკეცილ შარვლებს, ჩაიცვით ფართო შარვლები!".
"ნაადრევად წვერმოშვებულ ახალგაზრდათა სამრევლოს" წევრებმა (უნდა ითქვას, რომ ამ ახალგაზრდებს მართლაც გამაოგნებლად ადრეულ ასაკში დაეწყოთ წვერის ზრდა; ზოგმა, არ ვაჭარბებ, უკვე სამი წლიდან შეწყვიტა მოგრძო ღინღლთა კრეჭა) მტკიცედ გადაკეტეს ზემელის დაბლობი და თავგანწირული სიმღერა შემოსცხეს: "მედგრად დაუდექ გეისა, ვარლალო ჰარი ჰარალე..."
"დაბნეულ ეკლესიურ პატრულთა ორგანიზაციის" წევრებს შორის გავრცელდა ხმა, რომ ხელისუფლება გეი-აღლუმის ჩატარებას აპირებს 26 მაისის სამხედრო აღლუმის ნაცვლად; და რომ ჩვენს "ლაზიკებში" ლგბტ-აგენტებს ჩასვამენ!
"რაღა 26 მაისი! რაღა რუსთაველზე! რაღა ლაზიკებში!" - ბრაზობდნენ "დაბნეულ ეკლესიურ პატრულთა" წევრები.
მაისის მიწურულისა რა გითხრათ, მაგრამ ეს მცირე ხუთშაბათი ზემოთ ხსენებულ მრავალმოწამეთა გამარჯვებით დასრულდა: ოთხმა ცალმა "ელგებეტელმა" მაკდონალდსს შეაფარა თავი, ხოლო ერთ-ერთმა მებრძოლმა მამაომ იმ საღამოსვე ჩაწერა თავის CV-ში:
"2012, 17 მაისი: გავასუფთავე ზემელის მიმდებარე ტერიტორია ოთხი უკუღმართი ბავშვისგან. ერთი ტუტუცი გოგოსგან განვდევნე სამი ეშმაკი."
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დანაკარგებიც ყოფილა:
ლგბტ-აგენტებს "ეკლესიურ გაკრახმალებულ-საროჩკოსანთა სამგალობლოს" ორი წევრი გადაუბირებიათ...