სირიიდან აქტივისტები იუწყებიან, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრეებსა და შეიარაღებულ მეამბოხეებს შორის შეტაკებები გრძელდება. ქალაქ რასტანიდან იტყობინებიან, რომ 23 ჯარისკაცი დიხოცა და ათეულობით დაიჭრა; დამოუკიდებელ წყაროებს ეს ცნობა, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებულ სირიის უფლებადამცავ გაერთიანებას ეკუთვნის, არ დაუდასტურებიათ. ადრე, ოპოზიციის ძალები იუწყებოდნენ., რომ რასტანის დაბომბვისას 9 ადამიანი დაიხოცა. ბრიუსელში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ სირიის რეჟიმს სანქციებს გაუმკაცრებენ.