მოსკოვში გაიმართა „საკონტროლო გასეირნება“

მოსკოვში ცენტრში ჩატარდა ე.წ. „საკონტროლო გასეირნება“ ცნობილი რუსი ლიტერატორების ინიციატივით. მათ სურდათ შეემოწმებინათ, შესაძლებელია თუ არა მოსკოვში სეირნობა ხელისუფლების სანქციის გარეშე. პოლიციის მონაცემებით, ღონისძიებაში მონაწილეობდა 2 000-მდე ადამიანი მაშინ, როცა აქტივისტები 10-დან 15 ათასამდე მონაწილეზე საუბრობენ. „საკონტროლო გასეირნების“ მარშრუტზე - პუშკინის მოედნიდან ჩისტოპროუდნის ბულვარამდე, შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, რადგან აქციის მონაწილეები არ მარტო ფეხით სავალ ნაწილს იკავებდნენ. „სეირნობაში“ მონაწილე მწერლებს შორის იყვნენ ბორის აკუნინი, ვიქტორ შენდეროვიჩი, დმიტრი ბიკოვი, ედუარდ უსპენკსი. „საკონტროლო გასეირნების“ იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 6 მაისს დააკავეს „მილიონთა მარშის“ ათობით მონაწილე.