საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა. სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, A ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელებმა ისლანდიელი თანატოლები დაამარცხეს ანგარიშით - 1:0. გადამწყვეტი გოლი 73-ე წუთზე დავით დარციმელიამ გაიტანა. 13 მაისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.