ამერიკელი მკვლევარების მიერ ახლახან ჩატარებული კვლევების თანახმად მსოფლიოს ხუთი მუსლიმანური ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი ალ ყაიდის მიმართ. „პიუს კვლევითი ცენტრის“( Pew Research Center) მიერ გლობალური მიდგომების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა ოსამა ბინ ლადენის განადგურების ერთი წლისთავზე ჩაატარეს ეგვიპტეში, იორდანიაში, თურქეთში, ლიბანსა და პაკისტანში. ყველაზე პოზიტიურად ალ ყაიდის მიმართ ეგვიპტეში არიან განწყობილნი, სადაც ტერორისტულ ქსელს 30 პროცენტი დადებითად აფასებს, 71 კი - უარყოფითად. პაკისტანში კი, სადაც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა შარშან მსოფლიოს „პირველი ტერორისტი“ მოკლა, გამოკითხულთა 55 პროცენტი ალ ყაიდის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, თუმცა, დიდი საფრთხის არსებობის გამო, კვლევები პაკისტანის უკონტროლო რაიონებში არ ჩატარდა.