ხელმისაწვდომი და ხელმიუწვდომელი დაზღვევა სოფლად

ზესტაფონის ახალი საავადმყოფო

მთავრობის ამოცანაა ახლად გახსნილ საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. რუსთაველ პენსიონერებთან ახალი სადაზღვევო პაკეტის პირობებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი იქნება დაზღვეული. დღეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლისით სოციალურად დაუცველი ოჯახები და პედაგოგები სარგებლობენ. 1 სექტემბრიდან მათ პენსიონერები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები დაემატებიან. სარგებლობს თუ არა კერძო დაზღვევით მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი - ამ თემაზე ”რეგიონალურ მაცნეში” გთავაზობთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ახალციხიდან, გორიდან და ბათუმიდან.