გერმანიის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გააუქმა ტიმოშენკოს გამო

გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა გააუქმა უკრაინაში მომავალი თვისთვის დაგეგმილი ვიზიტი უკრაინის ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მდგომარეობოის გამო. გაუკის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ გაუქმებულია ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერების იალტის შეხვედრაში მონაწილეობის გეგმა. შეხვედრა მაისში უნდა ჩატარდეს. გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ ინფორმაციით, გაუკმა გადაწყვეტილება მიიღო კანცლერ ანგელა მერკელთან კონსულტაციის საფუძველზე. ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდებით. მას გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებითაც ასამართლებენ. თვით ტიმოშენკოს და მის მომხრეებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიაჩნიათ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსვხერპლად. გასულ პარასკევს ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო, ციხეში მისდამი არასათანადოდ მოპყრობის გასაპროტესტებლად. ტიმოშენკოს დაპატიმრება უარყოფითად მოქმედებს ევროკავშირთან უკრაინის ურთიერთობაზე.