სირიის ქალაქ ჰომსში მომსდარი აფეთქებისას 70-მდე ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”ბი-ბი-სი” ავრცელებს. მათი ცნობით აფეთქებამ რამდენიმე სახლი დაანგრია. სირიის სახელმწიფო ტელევიზია კი 16 დაღუპულზე ლაპარაკობს. ოფიციალური ცნობით აფეთქებულ სახლში ”ტერორისტული დაჯგუფებები” ამზადებდნენ ბომბებს.