უკრაინამ გერმანელ მედიკოსებს მიმართა თხოვნით, გასინჯონ და უმკურნალონ იულია ტიმოშენკოს, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული ციხეში მის მიმართ, ტიმოშენკოს შეფასებით, არასათანადოდ მოპყრობის გასაპროტესტებლად. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, გერმანიის მთავრობას მიმართეს „ოფიციალური თხოვნით“, ხელი შეუწყოს უკრაინაში გერმანელი ექიმების გაგზავნას. გერმანელმა სპეციალისტებმა ამ თვეში გასინჯეს ტიმოშენკო ხარკოვის ციხეში, სადაც ის შვიდწლიან პატიმრობას იხდის პრემიერ-მინისტრობის დროს უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ტიმოშენკოს ადვოკატის განცხადებით, მან 20 აპრილს დაიწყო შიმშილობა მას შემდეგ, რაც სცემეს და იძულებით წაიყვანეს საავადმყოფოში. უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.