ნობელის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი იმართება ჩიკაგოში, სადაც რამდენიმე კვირაში ნატოს სამიტი მოეწყობა. ეს ამ ტიპის პირველი შეხვედრაა, რომელშიც სხვათა შორის მონაწიელობენ ლაურეატები, ყოფილი საბჭოთა ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, ტიბეტელთა მამამთავარი დალაი ლამა. სულ 11 მონაწილე სამი დღის განმავლობაში გამრათავს სხვადასხვა ხასიათის შეხვედრას, სახელწოდებაა "ილაპარაკე თავისუფლებისა და უფლებებისთვის".