ექვსწლიანი ემბარგოს შემდეგ რუსეთის ბაზარზე "ქართული ლუდის კომპანიის" პირველმა პროდუქციამ - ლიმონათმა „ზედაზენმა“ - შეაღწია. ორიოდე კვირის წინ გახსნილი კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული სასმელის ხარისხი დამაკმაყოფილებლად მიიჩნია თვით რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა. საინტერესოა როგორ მოახერხა „ქართული ლუდის კომპანიამ“ ემბარგოს დაძლევა და რუსეთის ბაზარზე დაბრუნების რა პერსპექტივა აქვთ ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელ სხვა ქართულ კომპანიებს.
„ქართული ლუდის კომპანიამ“ რუსეთის ბაზარზე პარტნიორი კომპანიის, „მირ ნაპიტკოვის“ დახმარებით შეაღწია. კახა პაიჭაძის -კომპანიის კომერციული დირექტორის - თქმით, სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისას ნიადაგი მოისინჯა როგორც უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში, ისრაელსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში, ასევე რუსეთშიც:
„წინაისტორიის გამო, არ გვქონდა დიდი მოლოდინი და იმედი, მაგრამ ონიშჩენკოს უწყებამ გააკეთა ექსპერტიზა და ლაბორატორიული შემოწმება და რუსეთის შესაბამისმა ორგანოებმა ყველაზე მალე გასცა ნებართვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში განგვეხორციელებინა პირველი საექსპორტო გადატვირთვა. პირველი პარტია იყო ორი „ტრაილერი“, დაახლოებით 45 ათასი ბოთლი 5 დასახელების ლიმონათისა.“
კახა პაიჭაძის თქმით, განაცხადი ასევე გაკეთებულია ლუდის შეტანაზე, თუმცა ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო, როგორც ყოველთვის, არ ჩქარობს, ისევე როგორც არ ჩქარობს კომპანია „სარაჯიშვილისა“ და სხვა ალკოჰოლის მწარმოებელი ქართული კომპანიების რუსეთის ბაზარზე დაშვებას. უცვლელი რჩება ონიშჩენკოს დამოკიდებულება მინერალური წყლების, მათ შორის, ბორჯომის შეტანასთან დაკავშირებით. აი, რა განუცხადა რადიო თავისუფლებას „აი-დი-სი ბორჯომის“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იულია ვასილენკომ:
„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ ოფიციალური ინფორმაცია იქნება, აუცილებლად შეგატყობინეთ. რაც შეეხება „როსპოტრებნადზორთან“ ურთიერთობასა და რუსეთის ბაზარზე შეღწევის პრესპექტივას, ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ ვაკეთებთ.“
რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ ბორჯომისა და სხვა ქართული ნაწარმისათვის რუსეთის ბაზარი ექვსი წლის წინ ჩაკეტა. ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა, თუმცა, კონტექსტის გათვალიწინებით, ცხადი იყო, რომ გადამწყვეტ როლს აქ პოლიტიკური მოტივი ასრულებდა. არადა, რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე დაბრუნებას დღემდე ბევრი ქართველი მეწარმე ნატრობს. ერთ-ერთი მათგანია ინდმეწარმე თამაზ ფირცხალაიშვილი, რომლის თქმითაც, რაც მეტი გავა ქართული პროდუქცია რუსეთის თუ სხვა რომელიმე სახელმწიფოს ბაზარზე, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის:
„კომერციულ საქმიანობაში პოლიტიკა არანაირად არ უნდა ერეოდეს. რუსეთის ბაზრის გახსნა ჩვენს ქვეყანაში ფულის შემოდინებას შეუწყობს ხელს, ხალხი უკეთესად იცხოვრებს და მას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. ეს არის მისასალმებელი.“
თუმცა ჯერჯერობით რუსეთის ბაზარზე შეღწევა მხოლოდ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო, თანაც კომპანიამ, რომლის პროდუქციამ დღის სინათლე სულ რაღაც სამი კვირის წინ იხილა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, ვინ არის „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი. ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის ექსპერტ რეზო საყევარიშვილს მიმართა. მისი პასუხი იყო:
„კომპანია ძალიან საინტერესო სადამფუძნებლო სტრუქტურით გამოირჩევა. მასში დამფუძნებლებად გამოდიან საქართველოს ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ჯგუფების აქტიური წარმომადგენლები, ეს არის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი, ეს არის პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ჰოლდინგი ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” და პერსონალურად კომპანია ”პე-ეს-პეს” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი. აი ეს არის ის შემადგენლობა რომელმაც დააფუძნა ქართული ლუდის კომპანია.”
თუმცა თავად „ქართული ლუდის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანისას გადამწყვეტი თავად პროდუქტის ხარისხი იყო. კომპანიის კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე დარწმუნებულია, რომ გენადი ონიშჩენკოს მიერ ექვსი წლის წინ ჩაკეტილი კარი სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაიღება, თუკი მის შემდეგ რჩევას გაითვალისწინებენ:
„თუ ისინი გააკეთებენ პროდუქტს, რომელიც იქნება ხარისხიანი, იქნება ქართული, მოთხოვნადი და საინტერესო რუსი მომხმარებლისათვის, არა მგონია, რომ ონიშჩენკოს უწყებამ ხელი შეუშალოს მათ პროდუქციის შეტანაში.“
„ქართული ლუდის კომპანიამ“ რუსეთის ბაზარზე პარტნიორი კომპანიის, „მირ ნაპიტკოვის“ დახმარებით შეაღწია. კახა პაიჭაძის -კომპანიის კომერციული დირექტორის - თქმით, სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისას ნიადაგი მოისინჯა როგორც უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში, ისრაელსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში, ასევე რუსეთშიც:
„წინაისტორიის გამო, არ გვქონდა დიდი მოლოდინი და იმედი, მაგრამ ონიშჩენკოს უწყებამ გააკეთა ექსპერტიზა და ლაბორატორიული შემოწმება და რუსეთის შესაბამისმა ორგანოებმა ყველაზე მალე გასცა ნებართვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში განგვეხორციელებინა პირველი საექსპორტო გადატვირთვა. პირველი პარტია იყო ორი „ტრაილერი“, დაახლოებით 45 ათასი ბოთლი 5 დასახელების ლიმონათისა.“
კომერციულ საქმიანობაში პოლიტიკა არანაირად არ უნდა ერეოდეს. რუსეთის ბაზრის გახსნა ჩვენს ქვეყანაში ფულის შემოდინებას შეუწყობს ხელს, ხალხი უკეთესად იცხოვრებს და მას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს ...თამაზ ფირცხალაიშვილი
კახა პაიჭაძის თქმით, განაცხადი ასევე გაკეთებულია ლუდის შეტანაზე, თუმცა ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო, როგორც ყოველთვის, არ ჩქარობს, ისევე როგორც არ ჩქარობს კომპანია „სარაჯიშვილისა“ და სხვა ალკოჰოლის მწარმოებელი ქართული კომპანიების რუსეთის ბაზარზე დაშვებას. უცვლელი რჩება ონიშჩენკოს დამოკიდებულება მინერალური წყლების, მათ შორის, ბორჯომის შეტანასთან დაკავშირებით. აი, რა განუცხადა რადიო თავისუფლებას „აი-დი-სი ბორჯომის“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იულია ვასილენკომ:
„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ ოფიციალური ინფორმაცია იქნება, აუცილებლად შეგატყობინეთ. რაც შეეხება „როსპოტრებნადზორთან“ ურთიერთობასა და რუსეთის ბაზარზე შეღწევის პრესპექტივას, ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ ვაკეთებთ.“
კომპანია ძალიან საინტერესო სადამფუძნებლო სტრუქტურით გამოირჩევა. მასში დამფუძნებლებად გამოდიან საქართველოს ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ჯგუფების აქტიური წარმომადგენლები ...რევაზ საყევარიშვილი
„კომერციულ საქმიანობაში პოლიტიკა არანაირად არ უნდა ერეოდეს. რუსეთის ბაზრის გახსნა ჩვენს ქვეყანაში ფულის შემოდინებას შეუწყობს ხელს, ხალხი უკეთესად იცხოვრებს და მას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. ეს არის მისასალმებელი.“
თუმცა ჯერჯერობით რუსეთის ბაზარზე შეღწევა მხოლოდ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო, თანაც კომპანიამ, რომლის პროდუქციამ დღის სინათლე სულ რაღაც სამი კვირის წინ იხილა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, ვინ არის „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი. ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის ექსპერტ რეზო საყევარიშვილს მიმართა. მისი პასუხი იყო:
თუ ისინი გააკეთებენ პროდუქტს, რომელიც იქნება ხარისხიანი, იქნება ქართული, მოთხოვნადი და საინტერესო რუსი მომხმარებლისათვის, არა მგონია, რომ ონიშჩენკოს უწყებამ ხელი შეუშალოს მათ პროდუქციის შეტანაში ...კახა პაიჭაძე