ოფიციალური პირების ცნობით, სირიამ და გაერომ მიაღწიეს შეთანხმებას სირიაში დამკვირვებლების განთავსების თაობაზე, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვას უნდა შეუწყონ ხელი. გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის, კოფი ანანის პრეს-მდივნის განცხადებით, შეთანხმებაში განსაზღვრულია როგორც დამკვირვებელთა ფუნქციები, ისე სირიის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხები. შეთანხმების მიღწევის ფონია გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადება, რომ სირია არ ასრულებს მოვალეობებს, რომლებიც მას სართაშორისო სამშვიდობო გეგმით დაეკისრა. სირიიდან კვლავ მოდის ცნობები ძალადობის შესახებ.