100 წელი "ტიტანიკის" ჩაძირვიდან: საარქივო კადრები
Your browser doesn’t support HTML5
15 აპრილს სრულდება 100 წელი ნაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრაგედიიდან - სამგზავრო ხომალდ „ტიტანიკის“ ჩაძირვიდან. საარქივო კადრებზე აღბეჭდილი არიან ხომალდის მგზავრები ინგლისის საპორტო ქალაქ საუთჰემპტონიდან გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, 1912 წლის 10 აპრილს; აქვე ნახავთ გემის კაპიტანს ედვარდ სმითს; ნიუ-იორკში, კომპანია „უაიტ სტარ ლაინის“ ოფისთან შეკრებილსა და „ტიტანიკზე“ ახალი ამბების მომლოდინე ხალხს; ხომალდ „კარპატიას“, რომელსაც „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრები ნიუ-იორკში მიჰყავს; აგრეთვე, ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს, რომლებიც ჟურნალისტებს ესაუბრებიან. (რეიტერის ვიდეო)