ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლოჯერ გამოდის რუსეთის პარლამენტის წინაშე და დეპუტატებს მთავრობის საქმიანობაზე ყოველწლიურ ანგარიშს აბარებს. პუტინი გამოდის მოწოდებით - გადაიჭრას მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობის პრობლემა. პუტინი თავისი მთავრობის მთავარ მიღწევად ეკონომიკის სტაბილიზაციას და მოსახლეობის რაოდენობის ზრდას თვლის. პრობლემებს შორის მოსახლეობის ქონებრივი ნიშნით ფენებად დაყოფას ასახელებს და აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც მინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმი უფრო სამართლიანად განისაზღვრება. დილით პარლამენტის შენობასთან ოპოზიციონერები დააკავეს. მათ შორის იყო ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორი სერგეი უდალცოვი.