შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული იყო. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს, პარლამენტმა ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე დაიწყო მსჯელობა, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა - ეს კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
დავიწყოთ გასული კვირის მიმოხილვა საგარეო პოლიტიკით და მისი ერთ-ერთი მთავარი მოვლენით: 3 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, თუმცა მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ერთი მხრივ, შეაქო საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესისათვის, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტს იქვე შეახსენა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, მისი თქმით, დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება:
”ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის და იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა შედეგებს მიაღწიეთ ამ მიმართულებით. მე ვიცი, რომ ალიანსი ამ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ, არც მიხეილ სააკაშვილი ჩამორჩა ანდერს ფოგ რასმუსენს და იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება, საერთაშორისო ორგანიზაციებს და, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა საქართველოში გამოგზავნონ გრძელვადიანი მეთვალყურეები, რომლებიც არჩევნების პროცესს საგულდაგულოდ დააკვირდებიან.
სამუშაო კვირის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამ ოფიციალური წერილით გაამყარა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს დაუგზავნა და სთხოვა, რომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის „შეუზღუდავი რაოდენობით" და "რაც შეიძლება სწრაფად“ გამოგზავნონ მეთვალყურეები.
”7 თვით ადრე ვიწვევთ ამ დამკვირვებლებს და მათ რეალურად შეუძლიათ ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს, დაწყებული პრაქტიკულად დღეიდან, ანუ ამ წერილის მიღებიდან. რაიმე შეზღუდვა ან მათ რაოდენობაზე, ან ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არ არის, პირიქით, ჩვენ ხაზი გავუსვით წერილში, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და ჩამოვიდნენ რაც შეიძლება მალე”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
შეიძლება ითქვას, გასული კვირის მნიშვნელოვან თარიღად იქცა 4 აპრილი და ამის მიზეზი სამოქალაქო რეესტრის ერთი განცხადება გახდა. 3-თვიანი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ანუ 4 აპრილს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ”ნატურალიზაციის” გზით. სააგენტოს დასკვნით, თუკი ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს, მან ”ორმაგი მოქალაქეობა” უნდა მოითხოვოს. უნდა ითქვას, რომ ”ქართულ ოცნებაში” ამ ეტაპზე კონკრეტულს არაფერს ამბობენ იმის შესახებ, მიმართავენ თუ არა ისინი საქართველოს პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილისათვის ”ორმაგი მოქალაქეობის” მინიჭების თხოვნით, თუმცა იმას კი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო რეესტრის ეს გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის N34 ბრძანებულების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს სრული უფლება ნატურალიზაციის გზით მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი ის უარს ამბობს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.
სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული უარის შემდეგ, ზუსტად ერთ დღეში, ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 21 აპრილს ახალ პარტიას დააფუძნებს. ამ განცხადების გაკეთებისას კი მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი სტატუსს, რომელიც მას პარტიის შექმნის მომენტისთვის ექნება: ”მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, 21 აპრილს დავაფუძნებ პარტიას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. მოგვიანებით ჩვენი კოალიცია ბლოკად ჩამოყალიბდება და მისი სახელი იქნება ”ივანიშვილი - ქართული ოცნება”. მე ვიქნები ამ ბლოკის ლიდერი და მე დავრჩები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.”
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ 21 აპრილამდე ”ქართული ოცნების” ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა უკვე მინიჭებული ექნება. ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილსვე გამართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, საუბარი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების გარშემო ტრიალებდა. მოგვიანებით ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი პოზიცია ბიზნესმენისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც დააფიქსირა და მოუწოდა ხელისუფლებას ეს საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით გადაწყვიტოს.
მაშინ, როდესაც პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭების შესახებ საუბრით იყო დაკავებული, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ერთი ყურადსაღები ინიციატივით გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სიბრტყეშიც გადაინაცვლოს - ასეთია პერსპექტივა, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” საქართველოს პარლამენტს შესთავაზა. დეტალებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე განგვიმარტავს:
”პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური უფლებით ისარგებლებს ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის საქართველოს მოქალაქე თუ აკმაყოფილებს ამ ცენზით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.”
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის თანახმად, ამ ინიციატივით, რომელიც კონსტიტუციის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის ცვლილებებს ითვალისწინებს, პირი, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეობა, მოახერხებს ყველა პოლიტიკური აქტივობის განხორციელებას - კერძოდ, შეძლებს გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, როგორც კანდიდატმა; სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას; ლეგალურად დააფინანსოს პარტია და არჩეული იყოს ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ანუ კანონიერად მიაღწიოს ყველა გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს.
დიდხანს არ უფიქრია ამ ინიციატივის სიავკარგეზე საპარლამენტო უმრავლეობას და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის საკითხზე პირველი მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიამ დღეს, 6 აპრილს, დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ერთ-ერთი პირველი მიესალმა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას. ინიციატივა მან საკონსტიტუციო განხილვის კომისიის სხდომაზეც მოიწონა:
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას, იმისათვის რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას უზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას პარტია, იყოს კოალიციის წევრი, იყოს ამ პარტიის დამფინანსებელი, კანონის ფარგლებში აწარმოოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს. შესაბამისად, არავის არ მივცემთ უფლებას, რომ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებით.”
ბიძინა ივანიშვილის გარშემო მყოფ პოლიტიკურ ძალებს უმრავლესობის გულწრფელობის არ სჯერათ. რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. თუმცა ასე არ მიიჩნევენ პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ერთთვიანი პერიოდი პრაქტიკულად გახსნილად გამოცხადდა და კომისია უკვე საზოგადოებასთან შეხვედრებისთვის ემზადება.

7 თვით ადრე ვიწვევთ ამ დამკვირვებლებს და მათ რეალურად შეუძლიათ ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს, დაწყებული პრაქტიკულად დღეიდან, ანუ ამ წერილის მიღებიდან...სერგი კაპანაძე

პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა...გიორგი თარგამაძე
მაშინ, როდესაც პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭების შესახებ საუბრით იყო დაკავებული, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ერთი ყურადსაღები ინიციატივით გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სიბრტყეშიც გადაინაცვლოს - ასეთია პერსპექტივა, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” საქართველოს პარლამენტს შესთავაზა. დეტალებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე განგვიმარტავს:
”პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური უფლებით ისარგებლებს ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის საქართველოს მოქალაქე თუ აკმაყოფილებს ამ ცენზით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.”
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის თანახმად, ამ ინიციატივით, რომელიც კონსტიტუციის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის ცვლილებებს ითვალისწინებს, პირი, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეობა, მოახერხებს ყველა პოლიტიკური აქტივობის განხორციელებას - კერძოდ, შეძლებს გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, როგორც კანდიდატმა; სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას; ლეგალურად დააფინანსოს პარტია და არჩეული იყოს ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ანუ კანონიერად მიაღწიოს ყველა გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს.
ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას, იმისათვის რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას უზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას...პავლე კუბლაშვილი