რა ლაპარაკი ამას უნდა, იუსტიციის სამინისტრო სიამოვნებით მისცემდა ქართულ პასპორტს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს კაცი არაა ბიძინა ივანიშვილი.
რეესტრის ხელმძღვანელთა აზრით, ნამდვილი ბიძინა ივანიშვილი ფორმალური ბიძინა ივანიშვილით გამოცვალეს გასული წლის ოქტომბერში, ეს კი იმ ოქტომბრამდელი ივანიშვილის კლონია (სავარაუდოდ, რუსი ბიოქიმიკოსების მიერ დამზადებული).
დააბრუნონ ნამდვილი (ოქტომბრამდელი) ბიძინა ივანიშვილი, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილი აშკარად არ ჰგავს საქართველოში დაბადებულ ბიძინა ივანიშვილს! ხომ ფაქტია, რომ მას ვერავინ ცნობს (უპირველეს ყოვლისა, იუსტიციის სამინისტროში) და, შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ არც არავის მოწონდეს?!
ამ დროს, რა კარგი კაცი იყო ის წინა (ჭეშმარიტი) ივანიშვილი! როგორ გვიყვარდა, როგორი მადლიერები ვიყავით მისი... არესტავრირებდა ისტორიულ შენობებს, ეხმარებოდა ხალხს, ნერვებს არ უშლიდა ქართული ხელისუფლების ნარჩევ ნაღებს... რა გვიქნა ამ ოქტომბერმა! ღმერთმანი, ეს ფრანგებიც საეჭვოდ იქცევიან - ორიგინალსა და ფორმალურს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან! იმის მაგივრად, რომ ძებნა გამოცხადდეს ნამდვილ ივანიშვილზე, გამოცვლილს უნარჩუნებენ ევროკავშირის პასპორტს! რა უნდათ, ჩვენც ასე კლონებზე ვარიგოთ პასპორტები? მაშინ რა დააშავა მიხეილ სააკაშვილმა! რაკი ასეა, მასაც მივცეთ კლონის დამზადების უფლება და თუ სააკაშვილი არ მოგწონთ, ის მაინც გახდეს საქართველოს ახალი პრეზიდენტი; ან დამზადდეს (ოღონდ, ბუნებრივია, არა რუსეთში) სააკაშვილის სამი წესიერი (და არა ივანიშვილისნაირი) სხვა და სხვა ასაკის კლონი და ერთმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს, მეორემ პარლამენტის თავმჯდომარის და მესამემ პრემიერ-მინისტრის! არ შეიძლება, ეს კლონები დავატაკოთ ერთმანეთს? მიშები მიშების წინააღმდეგ! ჩვენც დავმშვიდდებით და თვითონაც დაწყნარდებოდა...
აბა, ივანიშვილის ორეულის იმედად დავრჩეთ?
თან ხმა გამოვიდა იუსტიციის სამინისტროდან, რომ კლონს საქართველოს ისტორიის გამოცდაც კი ვერ ჩაუბარებია (ღმერთო ჩემო, როგორ ჩააბარებდა, როცა პირველად გასული წლის ოქტომბერში ჩამოვიდა საქართველოში)!
კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მსურველმა კითხვარში მოცემულ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი, შეკითხვები კი, ცხადია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაზეა.
მაგალითად:
ა) ჯამში რამდენ კილოს იწონიდნენ ე. შევარდნაძის მინისტრები "ვარდების რევოლუციამდე"?
ბ) სად და რა ვითარებაში მოუსმინა პირველად ცნობილმა ლოტბარმა და ქველმოქმედმა დ. კეზერაშვილმა ჯოაკინო როსინის ოპერა "ქურდ-კაჭკაჭს"?
გ) რითი გახლდათ დაკავებული დეპუტატი ელდარ კვერნაძე 2003 წლის 17-22 ნოემბერს?
დ) როდის და რა მიზეზით გაქრა ტროლეიბუსი თბილისის ქუჩებიდან?
ე) სად წავიდა (და საერთოდ ვინ იყო) ბესარიონ ჯუღელი?
ვ) რომელ ქართველ მეფეს (ან, გნებავთ, ხელისუფლების მაღალჩინოსანს) ჩამოჰგავს სიმაღლით საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი (სავარაუდო პასუხი: A. დავით აღმაშენებელს, B. დავით ნარინს, C. ოთარ ჩერქეზიას)?
ზ) ზოგადად რის დამტკიცებას ცდილობს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი?
თ) რა ისტორიული ქუჩები შეუერთა ერთმანეთს მოქმედმა პრეზიდენტმა?
და ა. შ.
როგორც გვაუწყებენ, ოქტომბრისშემდგომ ივანიშვილს ერთხელაც არ გადაუშლია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, ყველა შეკითხვაზე ჩაიჭრა.
ასე რომ, ყველაფერი კანონიერადაა:
ნაღდი დააბრუნონ და პასპორტსაც მიიღებს!