საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 6 აპრილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია. საუბარია დამკვირვებლების შეუზღუდავ რაოდენობასა და მათ დაუყოვნებლივ - არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე - მოვლინებაზე საქართველოში. რა განაპირობებს ასეთ ფორსმაჟორს და წინასაარჩევნო პროცესების რა მიმართულებები მოხვდება საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღების ცენტრში?
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მეთვალყურეობისთვის მოიწვია ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი და ევროკავშირის ინსტიტუტები.
” 7 თვით ადრე ვიწვევთ ამ დამკვირვებლებს და მათ რეალურად შეუძლიათ ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს, დაწყებული პრაქტიკულად დღეიდან, ანუ ამ წერილის მიღებიდან. რაიმე შეზღუდვა ან მათ რაოდენობაზე, ან ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არ არის, პირიქით, ჩვენ ხაზი გავუსვით წერილში, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და ჩამოვიდნენ რაც შეიძლება მალე”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლი მისიების მოწვევა უპრეცედენტოა არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში.
აღნიშნული სადამკვირვებლო მანდატის უპრეცედენტობას განაპირობებს წინასაარჩევნო მონიტორინგის ხანგრძლივი, შვიდთვიანი ვადა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მანდატის ამოქმედებას საქართველოს არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი, კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ითხოვდა. ისინი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემოს გამო, არასაკმარისად მიიჩნევდნენ ოდირის გრძელვადიანი დაკვირვების ჩვეულებრივ, 6-8 კვირიან ვადას და მიმართავდნენ საქართველოს მთავრობას, ”უმოკლეს ვადაში” მოეწვია საერთაშორისო დამკვირვებლები. მიმართვა 9 მარტს საქართველოს მთავრობის გარდა, ცნობის მიზნით, ეუთოშიც გაიგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება, რომელიც ამ მოთხოვნას ასახავდა და რომელზეც რამდენიმე ათეული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აწერდა ხელს, ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ დარჩა, ბოლო ხანს კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მზაობისა და საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ ხელისუფლებიდანაც არაერთხელ ითქვა. თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა დემოკრატიული არჩევნებისა და ამ პროცესში ევროპელ პარლამენტართა და დამკვირვებელთა მონაწილეობის აუცილებლობაზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევრონეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ნატოს შტაბბინაში და სხვ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკური სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ მაშინ როდესაც საქართველოში კონკურენტული გარემო გამოჩნდა და, როგორც ჩანს, პირველად ხდება ხელისუფლების ჩანაცვლება, ანუ ხელისუფლების პირველი პირი ნომინალურად მეორე პლანზე გადადის, ხელისუფლებას სურს მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი არჩეული მთავრობა ლეგიტიმური იქნება. საერთაშორისო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების 7 თვით ადრე მოწვევაც, ბაკურ კვაშილავას აზრით, ხელისუფლების მხრიდან არის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არჩევნების მოგების იმედი აქვს:
”ამან შეიძლება გაზარდოს კიდეც მმართველი პარტიის რეიტინგი - გამომდინარე ამ თვითდაჯერებულობიდან, რომელსაც მოიცავს თხოვნა, რომ 7 თვით ადრე გამოაგზავნონ დამკვირვებლები. ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეთოდი ამ თავდაჯერების გაზრდისა მოსახლეობის თვალში.”
არჩევნებზე გრძელვადიანი საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს ვკითხეთ.მან გვიპასუხა:
”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ისმის კითხვის ნიშნები, თუ რამდენად სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოა ქვეყანაში და ეს კითხვები ისმება არა მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდანაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია რეალურად, პრაქტიკულად დაამტკიცონ ის, რასაც ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი.”
ეკა გიგაურის თანახმად, საქართველოს საგარეო უწყების მოწვევის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოში 1-2 კვირაშიც ვერ ჩამოვლენ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური ნაბიჯების გადადგმა პროცესს დააჩქარებს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზოგადი შეფასებით კი, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში უკვე ყოფნის აუცილებლობა აშკარაა, რადგან პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილს წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებული აქვს. სამოქალაქო სექტორი აქვე განსაზღვრავს იმ სფეროებს, რაზე ფოკუსირებაც უკვე აქტუალურია და რაზეც საერთაშორისო დამკვირვებლებს ყურადღების გამახვილება მოუწევთ. კერძოდ, როგორ იყენებს ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს თავის უკეთ წარმოსაჩენად და როგორ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის, რამდენად სამართლიანი და კანონზომიერია კონტროლის პალატის ქმედებები პარტიათა ფინანსური მონიტორინგის მიმართულებით, როგორია მედიაგარემო და სხვ. დასასრულს, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კეთრინ ეშტონს მიმართა თხოვნით, რომ, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული მედიამონიტორინგის მსგავსად, ევროკავშირმა მედიამონიტორინგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც დააფინანსოს.

ამან შეიძლება გაზარდოს კიდეც მმართველი პარტიის რეიტინგი - გამომდინარე ამ თვითდაჯერებულობიდან, რომელსაც მოიცავს თხოვნა, რომ 7 თვით ადრე გამოაგზავნონ დამკვირვებლები ...ბაკურ კვაშილავა

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ისმის კითხვის ნიშნები, თუ რამდენად სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოა ქვეყანაში ...ეკა გიგაური