ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შემფასებელი (ODHIR) მისია საქართველოს, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა. საუბარია საჭიროებათა შემფასებელ მისიაზე, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის შემდეგ განსაზღვრავს, თუ რა ვადებით და როდის ეწვევიან ეუთოს მეთვალყურეები საქართველოს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოდირს ჯერჯერობით არ მიუღია თბილისის ოფიციალური მოწვევა გრძელვადიანი მეთვალყურეების დროზე ადრე მოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ საქართველოს ხელისუფლებას უკვე თვეზე მეტია მოუწოდებენ სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციები. მათი უცვლელი სურვილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები საქმედ იქცეს.
ოდირის გრძელვადიანი მეთვალყურეების ”უმოკლეს ვადაში” მოწვევის თხოვნით სამოქალაქო მოძრაობა ”ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას პირველად 9 მარტს მიმართეს და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს ეუთოც. ისინი არასაკმარისად მიიჩნევენ 6-8-კვირიან ვადას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ, ჩვეულებრივ, ოდირის გრძელვადიანი მეთვალყურეები. თუმცა განცხადებაზე, რომელსაც რამდენიმე ათეული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აწერდა ხელს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი უპასუხია. სამაგიეროდ, ამ ხნის განმავლობაში მიმართვის ავტორებმა მოისმინეს არაერთი საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისი მზადაა, არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით, გრძელვადიან საერთაშორისო მეთვალყურეებს უმასპინძლოს. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 3 აპრილს ნატოს შტაბბინაში გაკეთებულმა განცხადებამ:
”ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას - ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს -გამოგზავნონ საქართველოში არჩევნების არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი მეთვალყურეები, ჩაატარონ საზოგადოებრივი გამოკითხვები, მონიტორინგი გაუწიონ ქართულ მედიასივრცეს, შეისწავლონ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების მექანიზმი, რათა გამოჩნდეს, რომ საქართველოში არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანი პროცესი გამჭვირვალეა.”
უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ეს მოწოდება დადებითად შეაფასეს ”ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციებმა, თუმცა მათთვის ნათელია, რომ გრძელვადიანი მეთვალყურეები ამა თუ იმ ქვეყანაში ზეპირი განცხადებების საფუძველზე არასოდეს ჩადიან. ”ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ზეპირი განცხადებები ოფიციალური მოთხოვნის სახით ჩამოყალიბდეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ოდირის მეთვალყურეთა ”უმოკლეს ვადაში” ოფიციალური მოწვევის აუცილებლობას გულისხმობს.
ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს. როგორც ეუთოს ოდირის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომას რიმერმა აცნობა რადიო თავისუფლებას, მათ თბილისისგან არანაირი ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ განიხილება გრძელვადიანი მისიის საქართველოში ვადაზე ადრე მოვლინების საკითხი. რიმერის თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოს ოდირის საჭიროებათა შემფასებელი მისია (NAM) ეწვევა და ეს, დიდი ალბათობით, ივნისში მოხდება. ტომას რიმერის განმარტებით, ამ მისიას, რომელიც, ცხადია, პირველად არ ჩამოდის საქართველოში, არ ესაჭიროება ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მოწვევა:
”საჭიროებათა შემფასებელი მისია იგზავნება ეუთოს წევრ სახელმწიფოში ნებისმიერი არჩევნების წინ. ის შეისწავლის სიტუაციას და განსაზღვრავს საჭიროებებს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთოს სამეთვალყურეო მისიას კონკრეტული ქვეყნის საარჩევნო პროცესში. ასევე განისაზღვრება სამეთვალყურეო მისიის სამომავლო მუშაობის ფორმატი, რაც დაკავშირებულია მუშაობის ხანგრძლივობასა და მასში შემავალ პირთა რიცხვთან.”
თუკი ოდირის საჭიროებათა შემფასებელი მისია საქართველოში ივნისში ჩამოვა, ნინა ხატისკაცის გამოანგარიშებით, გრძელვადიანი მეთვალყურეების ჩამოსვლა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩვეულებისამებრ, დაახლოებით 2 თვით ადრე იქნება შესაძლებელი. იმ დროისთვის კი, მისი თქმით, არჩევნების ბედი, სავარაუდოდ, უკვე გადაწყვეტილი იქნება. კამპანია ”ეს შენ გეხება” მიიჩნევს, რომ მეთვალყურეობას ბევრი ისეთი პრობლემა საჭიროებს, რაც არჩევნებამდე არაერთი თვით ადრე იჩენს თავს. ერთ-ერთ ასეთ მწვავე პრობლემად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას ასახელებს:
”ამისათვის ყველაზე აქტიურად სწორედ წინასაარჩევნო პერიოდი გამოიყენება... და ამ პროცესში მონაწილეობს როგორც სახელმწიფო ფინანსები, ასევე საჯარო მოხელეები და ჩინოვნიკები. ხშირად ვლინდება კანონდარღვევები - თანამდებობიდან ხალხის გათავისუფლება, ზეწოლა და ასე შემდეგ... ”
ნინა ხატისკაცის ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო”, ისევე როგორც კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე სხვა ორგანიზაციები, კვლავაც მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს არსებული პრობლემები და, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მიზნით, დაუყოვნებლივ მოიწვიოს გრძელვადიანი საერთაშორისო მეთვალყურეები. რას აპირებს თავად ხელისუფლება, ეს ჯერჯერობით უცნობია და ამის გარკვევა 5 აპრილს, მცდელობის მიუხედავად, ვერც რადიო თავისუფლებამ მოახერხა.

საჭიროებათა შემფასებელი მისია იგზავნება ეუთოს წევრ სახელმწიფოში ნებისმიერი არჩევნების წინ. ის შეისწავლის სიტუაციას და განსაზღვრავს საჭიროებებს ...ტომას რომერი