რუსეთის ბეჭდური მედიის ნაწილმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ინტერვიუს, რომელიც 2 აპრილს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მისცა. გიგა ბოკერიამ ილაპარაკა რუსეთ-საქართველოსა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაზე. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი შეეხო ასევე რუსეთთან ომის განახლების შესაძლებლობას.
„საქართველო აგრძელებს იმ კურსს, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი იყო. მხედველობაში მაქვს სუვერენული, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კურსი. სანამ არსებობს ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემა იქნება. ასე რომ, ომის საფრთხის საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.“
გიგა ბოკერია მთავარ სამხედრო საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, ამის მიზეზი კი საქართველოს ტერიტორიაზე მილიტარიზაცია, სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება და სამხედრო სწავლების გამართივაა. რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ამ ამოცანის გადაჭრას საქართველო მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით აპირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, კრემლის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ხომ არ ღირს ამგვარ თანამშრომლობაზე უარის თქმაო, ბოკერიამ უპასუხა: "იქნებ, საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე ვთქვათ უარი?! საქართველოს სახელმწიფოებრიობა ასევე აღიზიანებს კრემლს, მაგრამ ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ასევე არ ვაპირებთ უარი ვთქვათ თავდაცვისუნარიანობის ლეგიტიმურ უფლებაზე. ეს მათი საქმე არ არის. ეს ჩვენი თანამშრომლობაა აშშ-თან და ეს რუსეთს არ ეხება. ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ."
ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას შეეხება სტატია, რომელიც „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა. გაზეთის რედაქცია შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის მოქალაქეს კონსტანტინ როდიონოვს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის არასანქცირებული გადაკვეთის გამო. მოსკოვის ოლქში მცხოვრები 51 წლის მამაკაცი ქართველმა მესაზღვრეებმა თბილისის აეროპორტში 2012 წლის თებერვალში დააკავეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა და როდიონოვს 40 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სისტემატურ რეპრესიებს საქართველოში ჩასულ რუსეთის მოქალაქეებზე. „იზვესტიამ“ ვითარებაში გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საქმის დეტალებს არ იცნობენ. სტატია მთავრდება საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას კომენტარით: „ეს შემთხვევა სრულად აუფასურებს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ცალმხრივად გაუქმდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი, რომელიც ერთი თვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით ამოქმედდა.“ რედაქციის განმარტებით, რუს მეწარმეს ბრალი ედება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის“ დარღვევაში, რაც 4 წლამდე პატიმრობით ან დიდძალი ფულადი ჯარიმის დაკისრებით ისჯება. როდიონოვის სასამართლო პროცესი 10 აპრილისთვისაა დანიშნული.