დღეს გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი პლაგიატის სკანდალის გამო. შმიტმა ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც უნგრეთში უნივერსიტეტმა ჩამოართვა დოქტორის წოდება ბრალდებით, რომ მას სხვა ავტორისაგან ჰქონდა გადაწერილი პასაჟები 1991 წელს დაცულ დისერტაციაში. შმიტი უარყოფს ბრალდებებს, მაგრამ ოპოზიცია მოითხოვდა მის გადადგომას, პლაგიატით პრეზიდენტისათვის უღირს საქციელში ბრალდებით. 69 წლის პალ შმიტი 2010 წლის ივნისში აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად, რომელიც, უმეტესწილად, რეპრეზენტაციულ ფუნქციებს ასრულებს.