საზოგადოებრივ მოძრაობას ”ამომრჩეველთა ლიგა” დღეს, 2 აპრილს, პოლიტიკურ ასპარეზზე ცნობილი რამდენიმე ადამიანი შეუერთდება. მათ შორის ასახელებენ ოპოზიციის ყოფილ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს, ექს-მინისტრებს გოგა ხაინდრავასა და გია ყარყარაშვილს და მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს. ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვის წინ შეიქმნა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის ბრძოლაში თანამოაზრეთა შემოკრებას განაგრძობს. ”ამომრჩეველთა ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა გუნცაძის თანახმად, ორგანიზაცია ამ დროისათვის 500-600 ადამიანს აერთიანებს.
”მოახლოებულ არჩევნებს ხალხი იმედის თვალით შეჰყურებს”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 23 თებერვალს ”ამომრჩეველთა ლიგის” დაფუძნებასთან დაკავშირებით გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაჩნდა იმის შანსი, უკანასკნელი წლების სამოქალაქო ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის წარმატებით დასრულდეს და ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას. ამ გზაზე იგულისხმება მოახლოებული არჩევნებიც, რომლის სამართლიანად ჩატარებასაც ”ლიგა” თავის მთავარ პრიორიტეტად სახავს.
”ჩვენ შევეცდებით კარი გავხსნათ ყველასთვის. ეს არ არის ჩაკეტილი ტიპის პოლიტიკური პარტია, ეს არის ღია საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საეტაპო არჩევნებში გამჭვირვალე, ობიექტურ და სამართლიან პროცესს. ამიტომ დაფუძნდა ეს ორგანიზაცია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს, რომ მაქსიმალურად თავისუფალმა ამომრჩეველმა გააკეთოს არჩევანი თავისი ნების შესაბამისად და არა იძულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საარჩევნო უბანზე შესული ამომრჩეველი თავისუფალი იყოს შიშისგან, ზეწოლისგან, შანტაჟისგან”, ამბობს ”ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარე კოკა გუნცაძე.
გოგა ხაინდრავა კი, რომელიც ”ამომრჩეველთა ლიგას”, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 აპრილს შეუერთდა, ფიქრობს, რომ ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს საარჩევნო ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქე:
”არჩევანის უფლებას ვერავინ ვერ წაგვართმევს და რაც უფრო მეტნი ვიქნებით ერთად ამ უფლების დასაცავად, მით უფრო მალე მივაღწევთ იმ მიზანს, რომელსაც სუყველანი ვეტრფით - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის აღმავლობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ უფლების დასაცავად და ამ უფლების მოსაპოვებლად. ახლა მე ვფიქრობ, რომ ზუსტად კარგი თავყრილობაა და ზუსტად კარგი იდეაა, იმიტომ რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამომრჩეველთა უფლებების დასაცავად.“
”ამომრჩეველთა ლიგის” აქტივობის ერთ-ერთ მიმართულებად საკანონმდებლო ხარვეზებზე რეაგირება იქცა. კერძოდ კი, საუბარია საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდულ რაოდენობაზე. ”ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას სრული საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის უფლება აქვს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავდეს:
” კანონის ამ ნორმის მიხედვით, შეუძლებელი ხდება არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგი. შედეგად ვიღებთ მხოლოდ 2 საერთაშორისო დამკვირვებელს 3000-ზე მეტ საარჩევნო უბანსა და 73-ზე მეტ საოლქო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. არჩევნებზე დაკვირვების უფლების შეზღუდვა ამცირებს გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსებს, ამცირებს ნდობას და ზრდის გაყალბებული არჩევნებისკენ ხელისუფლების სწრაფვის განცდას. აღნიშნულის შესახებ ჩვენ მიერ ეცნობათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს კითხვის სახით, ასევე გაიგზავნა წერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.”
”ამომრჩეველთა ლიგამ” ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისა და ცვლილებების პროექტის მომზადებისაკენ მოუწოდა საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ყველა სუბიექტს. ამ საკითხზე სასაუბროდ 29 მარტს გაიმართა ასევე საგანგებო შეხვედრა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
”ამომრჩეველთა ლიგის” უკვე გაწეულ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და სამოქმედო ინიციატივებზე საუბარი ამ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო შეკრებაზე, რომელიც, მეორე მხრივ, ორგანიზაციისათვის რამდენიმე ცნობილი სახის შემატებითაა საგულისხმო.
არჩევანის უფლებას ვერავინ ვერ წაგვართმევს და რაც უფრო მეტნი ვიქნებით ერთად ამ უფლების დასაცავად, მით უფრო მალე მივაღწევთ იმ მიზანს ...გოგა ხაინდრავა
”ჩვენ შევეცდებით კარი გავხსნათ ყველასთვის. ეს არ არის ჩაკეტილი ტიპის პოლიტიკური პარტია, ეს არის ღია საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საეტაპო არჩევნებში გამჭვირვალე, ობიექტურ და სამართლიან პროცესს. ამიტომ დაფუძნდა ეს ორგანიზაცია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს, რომ მაქსიმალურად თავისუფალმა ამომრჩეველმა გააკეთოს არჩევანი თავისი ნების შესაბამისად და არა იძულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საარჩევნო უბანზე შესული ამომრჩეველი თავისუფალი იყოს შიშისგან, ზეწოლისგან, შანტაჟისგან”, ამბობს ”ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარე კოკა გუნცაძე.
გოგა ხაინდრავა კი, რომელიც ”ამომრჩეველთა ლიგას”, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 აპრილს შეუერთდა, ფიქრობს, რომ ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს საარჩევნო ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქე:
არჩევნებზე დაკვირვების უფლების შეზღუდვა ამცირებს გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსებს, ამცირებს ნდობას ...ლევან ჩიკვაიძე